„ქართული ოცნება" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კოკა კაციტაძეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამდებობაზე კი, ლელა ჯანაშვილს დაუჭერს მხარს

საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად “ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს კარლო კაციტაძის კანდიდატურას; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე - ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას.

„საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ცოტა გაგვიჭირდა. იმდენად კვალიფიციურ კანდიდატებთან გვქონდა საქმე, პრაქტიკული აღიარება ოპოზიციის მხრიდანაც იყო. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ კარლო კაციტაძეს დავუჭიროთ მხარი. ერთ-ერთი გადამწყვეტი ისიც იყო, რომ ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა იმ დეპარტამენტს, რომელიც საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდა შესაბამის საგამოძიებო უწყებას და პრაქტიკული გამოცდილება შესაძლოა, მეტი ჰქონდეს ამ მიმართულებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.